ფოტოელექტრული სისტემები იყენებენ ნახევარგამტარ ფოტოელემენტებს მზის სხივების წასატაცებლად და ახდენენ მათი ენერგიის გარდასახვას ელექტროენერგიაში. ასეთი სისტემები ბინათმფლობელებს საშუალებას აძლევს  ელექტროენერგია გამოიმუშაონ სუფთა, საიმედო და უხმაურო მეთოდით, რასაც შეუძლია ელექტროენერგიის დანახარჯების კომპენსაცია და ენერგოსისტემაზე დამოკიდებულების შემცირება.

მზის ფოტოელექტრული სისტემა შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, მასალებისგან და სისტემის საუკეთესო ფუნქციონირებისთვის საჭიროა ზუსტი გაანგარიშება და გაზომვა.

ფოტოელექტრო უჯრედები, ძირითადად, დამზადებულია მოდიფიცირებული/ლეგირებული სილიციუმისგან ან სხვა ნახევარგამტარებისგან, რომლებიც შთანთქავენ და გარდასახავენ მზის სინათლეს ელექტროენერგიაში. მრავალი მწარმოებელი აძლევს თავისი საქონლის  მიერ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას მინიმუმ 20 წლის განმავლობაში (გამომუშვებული სიმძლავრის 80%). მაგრამ, მზის ელექტროენერგეტიკის მრავალი სპეციალისტი  ირწმუნება, რომ სისტემას ადვილად შეუძლია იმოქმედოს მინიმუმ 25-30 წლის განმავლობაში.

როგორც მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებასა და მონტაჟში სპეციალიზირებული, ჩვენი კომპანია ინვესტორებს სთავაზობს საკონსულტაციო და სამონტაჟო მომსახურებას  სხვადასხვა მასშტაბის ფოტოელექტრული სადგურებისათვის.